Bild: ჰაინკესი ბაიერნს ორშაბათს ჩაიბარებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

Bild: ჰაინკესი ბაიერნს ორშაბათს ჩაიბარებს


Bild: ჰაინკესი ბაიერნს ორშაბათს ჩაიბარებს

იუპ ჰაინკესი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას მომავალ კვირაში შეუდგება.

როგორც Bild იუწყება, გერმანელი სპეციალისტი ორშაბათს ბავარიულ კლუბში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

ჰაინკესი უკვე მეოთხედ ჩაიბარებს "ბაიერნს". აქამდე იგი ბავარიელებს 1987 წლიდან 1991 წლამდე, 2009 წელს (ვალდებულებების შემსრულებელი), ასევე 2011 წლიდან 2013 წლამდე წვრთნიდა.

ბოლო სეზონში გამოცდილმა სპეციალისტმა მიუნხენელებს გერმანიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოაგებინა, გარდა ამისა ჩემპიონთა ლიგის ტიტულსაც დაეუფლა. ამის შემდეგ იგი კლუბიდან წავიდა და დღემდე უმუშევარი გახლავთ.

აქამდე, თავად ჰაინკესი ამბობდა, რომ 2012/13 წლების სეზონი მისთვის კარიერაში უკანასკნელი იყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები