ინიესტა ახალი კონტრაქტის გაფორმებას ემოციურად გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინიესტა ახალი კონტრაქტის გაფორმებას ემოციურად გამოეხმაურა


ინიესტა ახალი კონტრაქტის გაფორმებას ემოციურად გამოეხმაურა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომელიც კარიერის ბოლომდე იმოქმედებს.

ესპანელის თქმით, დღეს მისთვის განსაკუთრებული დღეა.

"ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. იმიტომ, რომ სახლში ვრჩები", - ციტირებს "ბარსელონას" პრესსამსახური ინიესტას სიტყვებს.

"მნიშვნელოვანი რაღაცების გაკეთების გაგრძელება სწორედ აქ მინდა. იქამდე დავრჩები, სანამ ჩემი სხეული, გონება არ იტყვის: "გეყოფა". ვიმედოვნებ, ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოხდება".

"მხოლოდ ის შემიძლია, კლუბსა და გულშემატკივრებს იმ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო, რასაც ჩემთვის აკეთებენ", - დასძინა ანდრესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები