დიბალა მესიზე: "მასთან ერთად თამაში რთულია, რადგან ერთნაირად ვთამაშობთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიბალა მესიზე: "მასთან ერთად თამაში რთულია, რადგან ერთნაირად ვთამაშობთ"


დიბალა მესიზე:

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, პაულო დიბალას არ ესმის, თუ რა მიზეზების გამო არ გადის მინდორზე.

გარდა ამისა, "იუვენტუსის" შემტევი აღნიშნავს, რომ ლიონელ მესის თამაშის სტილით ჰგავს.

"არ მესმის, თუ რატომ არ ვთამაშობ ნაკრების მაისურით", - ციტირებს დიბალას სიტყვებს 20 minutes.

"მესისთან ერთად თამაში რთულია, რადგან ერთნაირად ვთამაშობთ", - დასძინა "ბებერი ქალბატონის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, უკვე ძალიან ბევრი გულშემატკივარი საუბრობს იმაზე, რომ ახალგაზრდა შემტევი "ალბისელესტეს" რიგებში "ბარსელონას" სუპერვარსკვლავის მემკვიდრეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები