ბერლუსკონიმ მილანი გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბერლუსკონიმ მილანი გააკრიტიკა


ბერლუსკონიმ მილანი გააკრიტიკა

"მილანის" ყოფილმა პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ, "როსონერის" სატრანსფერო პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა.

"მათი სატრანსფერო კამპანიის არ მესმის. არასოდეს მინახავს გუნდი, რომელიც 11 ფეხბურთელს ცვლის. ამ ფულით კლუბმა ნუთუ უკეთესი მოთამაშეები ვერ იყიდა?

ამიხსენით როგორ რჩებიან სათადარიგო სკამზე სუსო და ბონავენტურა, რომლებიც გუნდში ყველაზე ჭკვიანი, ტექნიკური მოთამაშეები არიან?

გარდა ამისა, მათ კაპიტნის სამკლაური "იუვენტუსის" ბოლო წლების სიმბოლოს მისცეს, როდესაც მონტოლივო არაფრად ჩააგდეს", - განაცხადა ბერლუსკონიმ.

მილანურმა გრანდმა ამ ზაფხულს ტრანსფერებში საკმაოდ დიდი ფული დახარჯა და 11 ახალი მოთამაშე მოიყვანა, მათ შორის იტალიის ეროვნული ნაკრების მცველი ლეონარდო ბონუჩი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები