ოფიციალურად: ბაიერნი ჰაინკესმა ჩაიბარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: ბაიერნი ჰაინკესმა ჩაიბარა


ოფიციალურად: ბაიერნი ჰაინკესმა ჩაიბარა

72 წლის ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტი, იუპ ჰაინკესი, დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა და მიუნხენის "ბაიერნს" ჩაუდგა სათავეში.

გერმანული გრანდის ოფიციაურმა ვებ-საიტმა დაადასტურა, რომ ჰაინკესი "ბაიერნს" სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს და სამუშაოს 9 ოქტომბრიდან შეუდგება.

იუპთან ერთად მიუნხენურ გრანდს გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი, ჰერმან გერლანდიც, დაუბრუნდა, რომელიც იუპის ასისტენტი იქნება.

იუპ ჰაინკესი მიუნხენურ გრანდს სამ სხვადასხვა პერიოდში (1987-91; 2009; 2011-13) წვრთნიდა და ყველაზე წარმატებული ბოლო მონაკვეთი აღმოჩნდა.

2012/13 წლების სეზონში "ბაიერნმა" სამივე ტურნირი მოიგო და ისტორიული ტრებლი გაიფორმა, რომლის შემდეგაც ჰაინკესი პენსიაზე გავიდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი იუპ ჰაინკესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები