ჰაინკესი: "არცერთ სხვა კლუბში არ დავბრუნდებოდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაინკესი: "არცერთ სხვა კლუბში არ დავბრუნდებოდი"


ჰაინკესი:

გამოცდილმა გერმანელმა სპეციალისტმა, იუპ ჰაინკესმა, ფეხბურთში დაბრუნების მიზეზი დაასახელა.

"მსოფლიოს არცერთ კლუბში არ დავბრუნდებოდი, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნი" ჩემს გულშია.

მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ფანებს წარმატებული გუნდი დავუბრუნოთ. ამ გამოწვევას სულმოუთმენლად ველი", - განაცხადა ჰაინკესმა.

72 წლის იუპმა დღეს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა და გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. იგი პენსიაზე 2013 წელს გავიდა და მაშინ სწორედ "ბაიერნი" დატოვა.

იუპ ჰაინკესი გერმანულ გრანდს სამ სხვადასხვა პერიოდში, საერთო ჯამში, 7 წლის განმავლობაში წვრთნიდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი იუპ ჰაინკესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები