კრის კოულმენი: „კაკაბაძეს ბოლოს გოლი რომ გაეტანა, ჩემი ბრალი იქნებოდა“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კრის კოულმენი: „კაკაბაძეს ბოლოს გოლი რომ გაეტანა, ჩემი ბრალი იქნებოდა“


კრის კოულმენი: „კაკაბაძეს ბოლოს გოლი რომ გაეტანა, ჩემი ბრალი იქნებოდა“

საქართველოს ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა უელსის ეროვნულ გუნდთან და 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ისაუბრა უელსის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა.

_ მახსოვს საქართველოს ნაკრების თამაში სერბეთთან, როდესაც 1:0 იგებდა და მეორე გოლი გასატანი ჰქონდა. ძლიერი გუნდია, ჭკვიანი მწვრთნელით, ამიტომ თამაშით კმაყოფილი ვარ, მით უფრო, რომ ბოლოს ჰქონდათ რამდენიმე შანსი. კაკაბაძეს ბოლოს გოლი რომ გაეტანა, ჩემი ბრალი იქნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ახლა გადამწყვეტი მატჩი გველის ირლანდიასთან და უკვე ვიწყებთ მზადებას, რომ შესარჩევი ეტაპი წარმატებულად ჩავამრთავროთ. ირლანდიასთან ფრეზე ვერ ვითამაშებთ, რადგან მეორე ადგილი, შესაძლოა, გამსვლელი არ აღმოჩნდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები