როდის მოიგო საქართველოს ნაკრებმა ბოლოს ოფიციალური მატჩი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როდის მოიგო საქართველოს ნაკრებმა ბოლოს ოფიციალური მატჩი?


როდის მოიგო საქართველოს ნაკრებმა ბოლოს ოფიციალური მატჩი?

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრებს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

მარცხი მოულოდნელი არ იყო, რადგან უელსელებს ჰაერივით სჭირდებოდათ დღევანდელ შეხვედრაში 3 ქულა და მათ ძალები არ დაზოგეს.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, წარუმატებელი სერია გრძელდება.

ბოლოს საქართველომ ოფიციალური მატჩი 2 წლის წინ მოიგო.

2015 წლის 8 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა გიბრალტარის ნაკრები 4:0 დაამარცხა.

ამის შემდეგ ოფიციალური შეხვედრების სტატისტიკა ასეთია:

გერმანია 2:1 საქართველო, ევრო 2016
საქართველო 1:2 ავსტრია, მსოფლიო ჩემპიონატი 2018
ირლანდია 1:0 საქართველო, მსოფლიო ჩემპიონატი 2018
უელსი 1:1 საქართველო, მსოფლიო ჩემპიონატი 2018
საქართველო 1:1 მოლდოვა, მსოფლიო ჩემპიონატი 2018
საქართველო 1:3 სერბეთი, მსოფლიო ჩემპიონატი 2018
მოლდოვა 2:2 საქართველო, მსოფლიო ჩემპიონატი 2018
საქართველო 1:1 ირლანდია, მსოფლიო ჩემპიონატი 2018
ავსტრია 1:1 საქართველო, მსოფლიო ჩემპიონატი 2018
საქართველო 0:1 უელსი, მსოფლიო ჩემპიონატი 2018

ჩვენმა ნაკრებმა ბოლო ათი ოფიციალური მატჩიდან 5 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები