ლორიამ ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლორიამ ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა


ლორიამ ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ უელსთან წაგებული მატჩი შეაფასა.

"შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ზოგადად თამაში კარგი გამოვიდა, ბურთს ვაკონტროლებდით და რამდენიმე მომენტიც შევქმენით.

თამაშის ხარისხი მომეწონა. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს ქომაგობისთვის

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ტრავმა ახლა მოვიშუშე, თუმცა ამ მატჩისთვის კარგად ვიყავი მომზადებული", - აცხადებს ლორია.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოსა და უელსს შორის სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები