ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისევ დიდი ანგარიშით წააგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისევ დიდი ანგარიშით წააგო


ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისევ დიდი ანგარიშით წააგო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ამჯერად დანიასთან განადგურდა _ 2:5.

მასპინძლებმა თავიდანვე შეძლეს დაწინაურება და უკვე პირველ ტაიმში გადდაწყვიტეს მატჩის ბედი, როდესაც 3 უპასუხო გოლი გაიტანეს ქართველთა კარში. დანიელებმა მეორე ტაიმში ანგარიში ოთხამდე გაზარდეს.

შეცვლაზე შესულმა მიქელთაძემ 2 გოლი კი გაიტანა, მაგრამ შუაში სკანდინავიელებმა მეხუთეც შეაგდეს.

საქართველოს ნაკრებმა დანიელებთან ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

კუპატაძე, შულაია, ტაბიძე, მარგველაშვილი, ნადარაია, მოხევიშვილი (ბაშალეიშვილი 79), ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, ზარანდია (არველაძე 54), ბერიძე (მიქელთაძე 69), არაბიძე.

მომდევნო მატჩს გია გეგუჩაძის გუნდი 10 ოქტომბერს სტუმრად ფარერებთან ჩაატარებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები