კანტე: "ვნანობ თუ არა იმას, რომ პსჟ-ს უარი ვუთხარი? არა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კანტე: "ვნანობ თუ არა იმას, რომ პსჟ-ს უარი ვუთხარი? არა"


კანტე:

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ნ'გოლო კანტემ განაცხადა, რომ ინგლისის ჩემპიონატის დატოვება არ უნდოდა.

ფრანგი ჩამშლელის თქმით, "პსჟ"-ს წინადადება ჰქონდა, თუმცა "ლესტერიდან" ლონდონურ კლუბში გადასვლა გადაწყვიტა.

"ვნანობ თუ არა იმას, რომ "პსჟ"-ს წინადადება ვუარყვე? არა", - ციტირებს კანტეს სიტყვებს Foot Mercato.

"ინგლისის ჩემპიონატში დარჩენა მინდოდა. როცა "ჩელსის" წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, ანტონიო კონტეს გავესაუბრე. კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა", - დასძინა "არისტოკრატთა" ფეხბურთელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები