VIDEO: სანახაობრივი მატჩი ბოსნიაში - ბელგიამ 4:3 იმარჯვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: სანახაობრივი მატჩი ბოსნიაში - ბელგიამ 4:3 იმარჯვა


VIDEO: სანახაობრივი მატჩი ბოსნიაში - ბელგიამ 4:3 იმარჯვა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბოსნიის ნაკრებმა ბელგიის ნაკრები მიიღო და 3:4 დამარცხდა.

მე-4 წუთზე ანგარიში ტომას მენიომ გახსნა. 30-ე წუთზე ბოსნიელებმა ანგარიში გაათანაბრეს, 39-ე წუთზე კი წინ გავიდნენ.

59-ე წუთზე მიში ბატშუაიმ წონასწორობა აღადგინა, 68-ე წუთზე კი ვერტონგენმა ბელგია გაიყვანა წინ.

83-ე წუთზე დუმიჩმა ანგარიში გაათანაბრა, საბოლოო წერტილი კი 83-ე წუთზე კარასკომ დასვა - 3:4

როგორც იცით, ბელგიის ნაკრებს ამ შეხვედრამდეც მოპოვებული ჰქონდა მუნდიალის საგზური. რაც შეეხება ბოსნიას, მათი მთავარი კონკურენტი საბერძნეთია, რომელიც დღეს კვიპროსს ეთამაშება, შემდეგ ტურში კი გიბრალტარს.

ბოსნია შემდეგ ტურში ესტონეთს ხვდება.



VIDEO: სანახაობრივი მატჩი ბოსნიაში - ბელგიამ 4:3 იმარჯვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები