რამოსმა კონტრაქტი გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რამოსმა კონტრაქტი გაახანგრძლივა


რამოსმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ამჟამინდელი ხელშეკრულების თანახმად ესპანელი მცველი "რეალში" 2021 წლამდე დარჩება, რა დროსაც ის 36 წლის იქნება.

"სამეფო კლუბმა" რამოსი 2005 წელს "სევილიადან" დაიმატა და მის სანაცვლოდ 27 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო.

ის უკვე 12 წელია იცავს "რეალის" ღირსებას და ამ დროის განმავლობაში 17 ტიტული მოიგო, მათ შორის 4 ლა ლიგა და 3 ჩემპიონთა ლიგა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები