ისკო: "ქომაგებს აქვთ უფლება, რომ პიკეს დაუსტვინონ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ისკო: "ქომაგებს აქვთ უფლება, რომ პიკეს დაუსტვინონ"


ისკო:

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ისკომ ხერარდ პიკეს სიტუაციაზე ისაუბრა.

ესპანელი ქომაგები "ბარსელონას" მცველს უსტვენენ, რადგან მან კატალონიის რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა და რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პიკე ესპანეთის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის უკვე 15 წელია ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.

სტვენა? ქომაგები ტრიბუნებზე თავისუფალნი არიან და მათ აქვთ იმის უფლება, რომ პიკეს დაუსტვინონ", - განაცხადა ისკომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები