არიგო საკი: "პერესი შეიცვალა, მას გამოჩენილი ფეხბურთელები აღარ უნდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არიგო საკი: "პერესი შეიცვალა, მას გამოჩენილი ფეხბურთელები აღარ უნდა"


არიგო საკი:

"მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არიგო საკიმ ფლორენტინო პერესი შეაქო.

71 წლის იტალიელი "როსონერის" 1987-1991 წლებში წვრთნიდა და გუნდს ზედიზედ 2 ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

"მომწონს ფლორენტინო პერესი, რადგან ის ყოველთვის განვითარების გზაზე დგას და ამავდროულად დროის ცვლილებასთან ერთად სხვაგვარად მოქმედებს.

ის ბერლუსკონივით არის (მილანის ყოფილი მფლობელი). პერესი სილვიოს მსგავსად საუკეთესო მოთამაშეებს უმიზნებს.

ადრე, პერესს გუნდში დიდი ფეხბურთელების მოყვანა უყვარდა, თუმცა ახლა ის შეიცვალა", - განაცხადა საკიმ და იგულისხმა, რომ ფლორენტინო ტრანსფერებში დიდ თანხებს აღარ ხარჯავს და აქცენტს ახალგაზრდა ტალანტებზე აკეთებს, რომლებიც შემდეგ "რეალში" ხდებიან დიდი ფეხბურთელები.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები