როდის ვერ გავიდა ბოლოს არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე? - » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როდის ვერ გავიდა ბოლოს არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე? -


როდის ვერ გავიდა ბოლოს არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე? -

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამხრეთ ამერიკაში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა.

ბოლო ტურში, შესაძლოა ერთდროულად 5 ნაკრების ბედი შეიცვალოს. მათ შორის მხოლოდ 2 ქულაა სხვაობა.

რისკის ქვეშ არის არგენტინის ნაკრებიც, რომელიც ბოლო ტურში ეკვადორს ხვდება სტუმრად.

ბოლო ტურების განრიგი ასეთია:

11 ოქტომბერი, 03:30 - ბრაზილია - ჩილე
11 ოქტომბერი, 03:30 - ეკვადორი - არგენტინა
11 ოქტომბერი, 03:30 - პერუ - კოლუმბია
11 ოქტომბერი, 03:30 - ურუგვაი - ბოლივია
11 ოქტომბერი, 03:30 - პარაგვაი - ვენესუელა


როდის ვერ გავიდა ბოლოს არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე? -

გავიხსენთ, როდის ვერ გავიდა ბოლოს არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე.

მსგავსი რამ 1970 წელს მოხდა, როდესაც სამხრეთ ამერიკაში საკვალიფიკაციო ეტაპი 3 ჯგუფად იყო დაყოფილი. A ჯგუფში არგენტინას ბოლივიამ და პერუმ აჯობა.

როდის ვერ გავიდა ბოლოს არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე? -

ასევე, გაცნობებთ, რომ არგენტინელები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ფინალურ ეტაპზე 4-ჯერ ვერ მოხვდნენ. 1938, 1950, 1954 და 1970 წლებში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები