VIDEO: ჰოლანდიამ 3 ქულა მოიპოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: ჰოლანდიამ 3 ქულა მოიპოვა


VIDEO: ჰოლანდიამ 3 ქულა მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ჰოლანდიის ნაკრები ბელარუსის ნაკრებს ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

ჰოლანდიელებმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნეს, რასაც ბელარუსის მხრიდან 55-ე წუთზე ვოლოდკომ უპასუხა.

84-ე წუთზე არიენ რობენმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით თავისი ნაკრები წინ გაიყვანა, მემფის დეპაიმ კი დამატებით დროში საბოლოო წერტილი დასვა.

ამრიგად, ჰოლანდიამ იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

ბოლო ტურში ჰოლანდია შვედეთს ხვდება, რომელსაც ბურთების შეფარდება +19 აქვს, თვითონ კი +7.

მსოფლიო ჩემპიონატზე, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ურთიერთშეხვედრებს მნიშვნელობა არ აქვს. აქ პრიორიტეტი ბურთების შეფარდებას ენიჭება და შვედეთი დაახლოებით 7-ბურთიანი სხვაობით უნდა დამარცხდეს, რათა ჰოლანდია მე-2 ადგილზე გავიდეს.

VIDEO: ჰოლანდიამ 3 ქულა მოიპოვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები