ლიოვი: "ჰაინკესის დანიშვნით გაოცებული დავრჩი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლიოვი: "ჰაინკესის დანიშვნით გაოცებული დავრჩი"


ლიოვი:

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესის დაბრუნებას გამოეხმაურა.

72 წლის გერმანელი "ბაიერნს" 1987-1991 და 2011-2013 წლებში წვრთნიდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ის არსად არ მუშაობდა.

"მოხარული ვარ, რომ ჰაინკესი სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდა. ამ ამბის გაგონებით გაოცებული დავრჩი.

2013 წელს მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თქვა, რომ გუნდი ყველაზე კარგ სიტუაციაში დატოვა. ამიტომ არ ველოდი, რომ ის დაბრუნდებოდა, თუმცა რა თქმა უნდა, მოხარული ვარ მისი გადაწყვეტილებით", - განაცხადა ლიოვმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები