ვენგერმა ანჩელოტის არსენალში შესაძლო მისვლაზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვენგერმა ანჩელოტის არსენალში შესაძლო მისვლაზე ისაუბრა


ვენგერმა ანჩელოტის არსენალში შესაძლო მისვლაზე ისაუბრა

არსენ ვენგერმა "არსენალში" კარლო ანჩელოტის შესაძლო მისვლაზე კომენტარი გააკეთა.

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელი "მეთოფეთა" რიგებში ფრანგ სპეციალისტს ჩაანაცვლებს.

ვენგერს ამ ფაქტზე დაუსვეს შეკითხვა და ასე უპასუხა: "არ ვიცი, ვინ შემცვლის "არსენალში".

როდესაც მთავარი მწვრთნელი ხარ, გუნდიდან წასვლაზე არ ფიქრობ, პირიქით, ვარაუდობ, რომ იქ სამუდამოდ დარჩები", - განაცხადა ვენგერმა და მიანიშნა, რომ ის ამ ეტაპისთვის "არსენალიდან" წასვლაზე არ ფიქრობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები