ბუფონი - მეოთხე მოთამაშე საერთაშორისო დონეზე ჩატარებული მატჩებით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუფონი - მეოთხე მოთამაშე საერთაშორისო დონეზე ჩატარებული მატჩებით


ბუფონი - მეოთხე მოთამაშე საერთაშორისო დონეზე ჩატარებული მატჩებით

იტალიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, მორიგ დიდებულ შედეგს მიაღწია.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში, მაკედონიის ნარკებთან შეხვედრაში (1:1), ლეგენდარულმა ჯიჯიმ საკუთარი გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა.

ბუფონისთვის ეს "სკუადრა აძურას" მაისურით ჩატარებული 172-ე მატჩი იყო. ჯანლუიჯი საერთაშორისო დონეზე ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეოთხე ადგილზე მყოფ მოჰამედ ალ-დაიას დაეწია, რომელიც თავის დროზე საუდის არაბეთის ღირსებას იცავდა.

ბუფონი ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ევროპაში უკვე რეკორდსმენია, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით მის წინ კიდევ სამი ფეხბურთელია.

ბუფონი ახლა მექსიკელი კლაუდიო სუარესის (177) დაწევას შეეცდება. პირველ ორ ადგილს კი ეგვიპტელები, ჰოსამ ჰასანი (178) და აჰმედ ჰასანი (184) იკავებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები