სუბოტიჩმა შესაძლოა ბორუსია ზამთარში დატოვოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სუბოტიჩმა შესაძლოა ბორუსია ზამთარში დატოვოს


სუბოტიჩმა შესაძლოა ბორუსია ზამთარში დატოვოს

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველი, ნევენ სუბოტიჩი, კლუბიდან შესაძლოა იანვარში წავიდეს.

გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ გამოცდილი სერბი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და სურს, რომ უკვე ზამთარში ახალი კლუბი მოძებნოს

მიმდინარე სეზონში "ბორუსიას" ახალმა თავკაცმა, პიტერ ბოშმა, სუბოტიჩს არცერთი წუთი არ მისცა თავის წარმოსაჩენად და აშკარაა, რომ იგი ჰოლანდიელი სპეციალისტის გეგმებში საერთოად არ შედის.

28 წლის სუბოტიჩი "ბორუსიას" ღირსებას 2008 წლიდან მოყოლებული იცავს და "ყვითლების" მაისურით 192 თამაში აქვს ჩატარებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები