გაბიგოლი: "არ ვფიქრობ, რომ ინტერში ჩავვარდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გაბიგოლი: "არ ვფიქრობ, რომ ინტერში ჩავვარდი"


გაბიგოლი:

მილანის "ინტერის" თავდამხმელმა, გაბიგოლმა, რომელიც ამ ზაფხულს იჯარის წესით ლისაბონის "ბენფიკას" შეუერთდა, ევროპული ფეხბურთის სირთულეებზე საუბრობს.

"არ ვფიქრობ, რომ "ინტერში" ჩავვარდი. ბრაზილიელი მოთამაშისთვის ევროპაში გადაბარგება და ეგრევე 20-30 გოლის გატანა მარტივი ნამდვილად არ არის.

"ინტერში" ძალიან ახალგაზრდა, სულ რაღაც 20 წლის, გადმოვედი, მაგრამ ეს ღმერთის ნება იყო. მე ყოველთვის გაბიგოლი ვიყავი და ასე იქნება მომავალშიც. უბრალოდ ბევრი უნდა ვიმუშავო და საკუთარ შანსს დაველოდო.

ევროპული ფეხბურთი მრავალფეროვანია და ქვეყენებს შორის სხვაობა იგრძნობა. იტალიური ფეხბურთი, ბრაზილიურთან ან პორტუგალიურთან შედარებით, ძალიან განსხვავებულია. ამას უნდა მივეჩვიო", - აღნიშნა გაბიგოლმა.

გაბრიელ ბარბოსა მილანურმა კლუბმა 2016 წლის ზაფხულში "სანტოსიდან" 29.5 მილიონ ევროდ შეიძინა და ახალგაზრდა ბრაზილიელმა მხოლოდ 9 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომლებშიც ერთი ბურთი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები