პსჟ მონაკოდან მწვრთნელის გადაბირებასაც აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ მონაკოდან მწვრთნელის გადაბირებასაც აპირებს


პსჟ მონაკოდან მწვრთნელის გადაბირებასაც აპირებს

"მონაკოს" მთავარი მწვრთნელი, ლეონარდო ჟარიდმი, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობის ინტერესის ქვეშ მოექცა.

პარიზულმა კლუბმა მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, მაგრამ "პსჟ-ს" მესვეურები გუნდის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერიში ბოლომდე დარწმუნებული არ არიან.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა, ანტერო ენრიკემ, მონაკოელთა პორტუგალიელ დამრიგებელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

პარიზულ კლუბში "მონაკოს" ორი ყოფილი მოთამაშე უკვე თამაშობს - ლაივინ კურჟავა და კილიან მბაპე, რომელიც "პსჟ-ს" ამ ზაფხულს შეუერთდა.

ჟარდიმის მოქმედი კონტრაქტი "მონაკოსთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ მონაკო ლეონარდო ჟარდიმი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები