გერმანიას აზერბაიჯანთან კროოსი დააკლდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გერმანიას აზერბაიჯანთან კროოსი დააკლდება


გერმანიას აზერბაიჯანთან კროოსი დააკლდება

გერმანიის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი, ტონი კროოსი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს გამოტოვებს.

ტონიმ შესარჩევის წინა თამაში, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ (3:1), თავიდან-ბოლომდე ჩაატარა, მაგრამ მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ მას კუნთის მცირე პრობლემები აქვს.

გერმანიის ეროვნული გუნდის სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, რომ ტონი მადრიდში დაებრუნებინა და ახლა კროოსი "რეალის" განკარგულებაშია.

იოახიმ ლიოვის გუნდმა მუნდიალზე თამაში უკვე გაინაღდა, დღეს კი შინ აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს მიიღებს და ეცდება, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი 100%-იანი შედეგით დაასრულოს.
ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები ტონი კროოსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები