დეშამი საფრანგეთის ნაკრების რეკორდსმენი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დეშამი საფრანგეთის ნაკრების რეკორდსმენი გახდა


დეშამი საფრანგეთის ნაკრების რეკორდსმენი გახდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ბრწყინვალე შედეგს მიაღწია და "ლურჯების" რეკორდსმენი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეცხრე ტურში ფრანგებმა სტუმრად ბულგარეთის ნაკრები 1:0 დაამარცხეს და დეშამმა ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე 42-ე გამარჯვება მოიპოვა.

48 წლის ფრანგმა სპეციალისტმა ამ მხრივ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დეშამმა მიშელ იდალგოსა და რაიმონ დომენეკს გადაასწრო, რომელთაც 41-41 მატჩი მოიგეს.

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებს და 42 თამაშის მოსაგებად 67 მატჩი დასჭირდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები