რობენი დანებდა: "შვედეთს 7:0 ვერ მოვუგებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რობენი დანებდა: "შვედეთს 7:0 ვერ მოვუგებთ"


რობენი დანებდა:

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ვინგერი, არიენ რობენი, დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მუნდიალზე ვეღარ მოხვდება.

"ეს მტკივნეულია, მაგრამ სამწუხაროდ, ფეხბურთის ნაწილია.

შვედების 8:0 გამარჯვების შემდეგ ნათელი იყო, რომ ჩვენს ასეთივე ანგარიშით უნდა მოგვეგო, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ცხადია ისიც, რომ ჩვენ შვედეთის ნაკრებს 7:0 ვერ დავამარცხებთ.

სიახლე, როდესაც გავიგეთ, რომ შვედეთმა 8:0 იმარჯვა, ჩვენთვის ძალიან მძიმე დარტყმა გამოდგა", - აღნიშნა რობენმა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში ჰოლანდიამ სტუმრად ბელორუსი 3:1 დაამარცხა, შვედეთმა კი შინ ლუქსემბურგი 8:0 გაანადგურა.

ახლა შვედეთი 19 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ჰოლანდია კი 16 ქულით - მესამეს და იმისათვის, რომ "ნარინჯისფრებმა" მეორე პოზიცია დაიკავონ, ბოლო ტურში შინ შვედეთის ნაკრები 7 ბურთიანი უპირატესობით უნდა დაამარცხონ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები