იარმოლენკო - მეექვსე საუკეთესო უკრაინელი ბომბარდირი ისტორიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იარმოლენკო - მეექვსე საუკეთესო უკრაინელი ბომბარდირი ისტორიაში


იარმოლენკო - მეექვსე საუკეთესო უკრაინელი ბომბარდირი ისტორიაში

დორტმუნდის "ბორუსიასა" და უკრაინის ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველს, ანდრეი იარმოლენკოს, კარიერაში უკვე 171 გოლი დაუგროვდა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში, სტუმრად კოსოვოს წინააღმდეგ (0:2), იარმოლენკომ ერთი ბურთი გაიტანა და ოფიციალურ თამაშებში 170 გოლიან ზღვარს გადააბიჯა.

უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ 5 მოთამაშეს აქვს უკეთესი შედეგი და აღსანიშნავია, რომ ხუთივე მათგანი თავდამსხმელია: ანდრეი შევჩენკო (386), ოლეგ ბლოხინი (339), ოლეგ პროტიასოვი (275), სერგეი რებროვი (223), ალექსანდრ პანამარიოვი (204).

იარმოლენკომ კიევის "დინამოს" მაისურით უკრაინის ჩემპიონატში 99 ბურთი გაიტანა, უკრაინის თასზე - 19, გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში - 1, ევროთასებზე - 20 და საერთაშორისო დონეზე - 32.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები