დეშამი: "ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დეშამი: "ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული"


დეშამი:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ბულგარეთთან გუშინდელი მატჩი შეაფასა.

"ეს რთული მატჩი იყო, რომელშიც ბევრი შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმი ჩვენი შესრულებით საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, მეტოქე უფრო აგრესიულად გამოიყურებოდა.

ახლა კი მხოლოდ ერთი თამაშია დარჩენილი და ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. სამშაბათს უნდა მოვიგოთ", - განაცხადა დეშამმა.

ფრანგებმა სტუმრად ბლეზ მატუიდის ერთადერთი გოლით იმარჯვეს (1:0) და ახლა A ჯგუფს 20 ქულით ლიდერობენ, შემდეგ კი შვედეთი (19) და ჰოლანდია (16) მოდიან.

საფრანგეთს პორველი პოზიციის შესანარჩუნებლად ბოლო ტურში შინ ბელარუსის დამარცხება დასჭირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები