დე ბრუინე ბოსნიასთან მატჩზე: "ასეთ ცუდ მოედანზე ბოლოს 7 წლის წინ ვითამაშე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დე ბრუინე ბოსნიასთან მატჩზე: "ასეთ ცუდ მოედანზე ბოლოს 7 წლის წინ ვითამაშე"


დე ბრუინე ბოსნიასთან მატჩზე:

ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინე სარაევოს სტადიონის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა.

მოგეხსენებათ, ბელგიელები გუშინ 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად ბოსნია-ჰერცოგოვინას დაუპირისპირდნენ.

"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი აცხადებს, რომ ასეთი პირობები უბრალოდ მიუღებელია.

"აღშფოთებული ვიყავი, რადგან ტრავმა მივიღე. ეს უბრალოდ მიუღებელი იყო", - ციტირებს დე ბრუინეს სიტყვებს Goal.

"საერთოდ არ მესმის, როგორ შევძელით ასეთ ცუდ მოედანზე თამაში. ბოლოს ასეთ მინდორზე 7 წლის წინ ვითამაშე".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები