ვენგერმა ანჩელოტის არსენალში შესაძლო დანიშვნაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვენგერმა ანჩელოტის არსენალში შესაძლო დანიშვნაზე განცხადება გააკეთა


ვენგერმა ანჩელოტის არსენალში შესაძლო დანიშვნაზე განცხადება გააკეთა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ მის დავალებებში გუნდის ახალი თავკაცის ძიება არ შედის.

გარდა ამისა, ფრანგი აცხადებს, რომ არ იცის, თუ ვინ შეცვლის მას მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ბაიერნის" ექს-თავკაცი, კარლო ანჩელოტი მზადაა მხოლოდ "მეთოფეები" ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, ვენგერი ლონდონურ კლუბს სათავეში 1996 წლიდან უდგას.

"ანჩელოტი? არ ვიცი, ვინ შემცვლის "არსენალში", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს beIN Sports.

"მწვრთნელმა ისე უნდა იმუშაოს, თითქოს სამუდამოდ რჩება გუნდში, რადგან ეს სამუშაო აბსოლუტურ ერთგულებას მოითხოვს".

"ვმუშაობ, რათა გუნდი უახლოესი მატჩისთვის მოვამზადო და კლუბის ფილოსოფიაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ახალი მწვრთნელის მოძებნა ხელმძღვანელობის დავალებაა. ეს მე არ მეხება", - დასძინა არსენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები