ჩელსის ექს-ფეხბურთელი ფეხბურთს 6 თვით ჩამოაშორეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსის ექს-ფეხბურთელი ფეხბურთს 6 თვით ჩამოაშორეს


ჩელსის ექს-ფეხბურთელი ფეხბურთს 6 თვით ჩამოაშორეს

"ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველი, კონორ კლიფორდი, რომელიც ამჟამად "დანდალკის" რიგებში ირიცხება, ფსონების გაკეთების გამო ფეხბურთს ექვსი თვით ჩამოაშორეს.

26 წლის ირლანდიელმა თავი დამნაშავედ სცნო და ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ 600 ფუნტი სტერლინგითაც დააჯარიმა.

კლიფორდი "დანდალკში" მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, იქამდე 10 წელი მას ინგლისში ჰქონდა გატარებული.

ცნობისთვის, კლიფორდს "ჩელსის" პირველ გუნდში ერთი შეხვედრაც არ აქვს ჩატარებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები