რამოსმა რეალთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რამოსმა რეალთან გაახანგრძლივა


რამოსმა რეალთან გაახანგრძლივა

"რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, იტყობინება Marca.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.

31 წლის ესპანელმა ახალ, 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და გუნდში 2021 წლამდე დარჩება.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ რამოსს ხელფასი გაუზარდეს და კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღანალაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა (კრიშტიანუ რონალდუსთან და გარეტ ბეილთან ერთად).

შეგახსენებთ, რამოსი "რეალში" "სევილიადან" 2005 წელს გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები