ვენტურას დანიშვნამდე იტალიის ნაკრები სპალეტის იწვევდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვენტურას დანიშვნამდე იტალიის ნაკრები სპალეტის იწვევდა


ვენტურას დანიშვნამდე იტალიის ნაკრები სპალეტის იწვევდა

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ ნაკრების თავკაცის პოსტზე "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის ვარიანტს განიხილავდა, იუწყება Calciomercato.com.

იტალიური გამოცემის თანახმად, "რომას" ექს-თავკაცმა 2016 წლის ზაფხულში წინადადებაზე უარი თქვა, შემდეგ კი გუნდი ჯამპიერო ვენტურამ ჩაიბარა.

შეგახსენებთ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე იტალიელებმა ტურნირზე პირდაპირ მოხვედრის შანსები დაკარგეს.

ვენტურას გუნდი ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები