მილანი იანვარში სიტის აგუეროს სანაცვლოდ 89 მლნ ევროს შესთავაზებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანი იანვარში სიტის აგუეროს სანაცვლოდ 89 მლნ ევროს შესთავაზებს


მილანი იანვარში სიტის აგუეროს სანაცვლოდ 89 მლნ ევროს შესთავაზებს

"მილანის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს სანაცვლოდ 89 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, იუწყება Sun.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, "როსონერის" ბოსები ტრანსფერის გაჩარხვას ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გეგმავენ, რადგან ზაფხულში ნაყიდი ანდრე სილვათი და ნიკოლა კალინიჩით უკმაყოფილონი არიან.

ამ ეტაპზე არგენტინელი ფორვარდი ნეკნების მოტეხილობის შემდეგ აღდგენით პროცესებს გადის. სავარაუდოდ, 29 წლის შემტევი ვარჯიშს ნოემბრის დასაწყისში განაახლებს.

შეგახსენებთ, აგუერო "ქალაქელთა" რიგებში 2011 წლიდან ასპარეზობს. ამ სეზონში სერხიომ ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები