» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

დიდი ნაკრებები, რომლებიც სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ


დიდი ნაკრებები, რომლებიც სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ

როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიის ნაკრები მუნდიალის საგზურის გარეშე დარჩა. მართალია, თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ის იმდენად მიზერული და სასაცილოა, რომ "ნარინჯისფერთა" სახლში დარჩენას უკვე ყველა შეეგუა.

ჰოლანდიამ შვედეთი შვიდ ბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს, რომ პლეი-ოფის შანსი შეინარჩუნოს, ეს კი ნამდვილი ფანტასტიკის სფეროა. იგივე აზრზეა "ნარინჯისფერთა" ლიდერი არიან რობენი, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ გუნდისთის მუნდიალისთვის ბრძოლა დამთავრდა.

ჰოლანდიის მსოფლიოზე ვერ მოხვედრა კარგი მიზეზია, იმისთვის, რომ გავიხსენოთ სხვა დიდი ნაკრებები, რომლებმაც სხვადასხვა დროს გაიზიარეს "ნარინჯისფერთა" ბედი.

არგენტინა (1970)

დიდი ნაკრებები, რომლებიც სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ

არგენტინამ ჯამში 4 მუნდიალი გამოტოვა (1938,1950,1954,1970), თუმცა შესარჩევიდან ვერ მოხვედრის ფაქტი მხოლოდ ერთხელ გვხვდება, ის თარიღდება 1970 წლით. იმ დროს "ალბისელესტეს" კარგი ნაკრები ჰყავდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად გუნდმა ვერ მოახერხა პერუსა და ბოლივიის ბარიერის დაძლევა. მართალია, არგენტინა ახლაც მსგავსი საფრთხის წინაშეა, თუმცა ჯერჯერობით ყველა ფეხბურთის ქომაგი იტოვებს იმის იმედს, რომ მოახლოებული მუნდიალი მესის გარეშე არ ჩაივლის.

ინგლისი (1974,1978,1994)

დიდი ნაკრებები, რომლებიც სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ

1950 წლამდე ინგლისი საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას მსოფლიოს შესარჩევებში და შესაბამისად დროის ეს მონაკვეთი არ ითვლება. ვერ გასვლის ფაქტი კი სამჯერ დაფიქსირდა. ბრიტანელებმა 1974-1978 წლებში ზედიზედ ორი მუნდიალი გამოტოვეს, თუმცა ეს არ იყო სენსაცია, რადგან მაშინ "ლომებს" ძალიან სუსტი შემადგენლობა ჰყავდათ. 1994 წლის ა.შ.შ.-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენა კი ნამდვილი მოულოდნელობა იყო. შესარჩევ ჯგუფში ინგლისს ნორვეგიამ და ჰოლანდიამ აჯობა.

საფრანგეთი (1950,1962,1970,1974,1990,1994)

დიდი ნაკრებები, რომლებიც სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ

საფრანგეთის ნაკრები იმით არის უნიკალური, რომ 90-იანებში ზედიზედ ორი მუნდიალის გამოტოვების შემდეგ, "სამფერიანთა" გუნდი ჩემპიონი გახდა. ეს 1998 წელს მოხდა, მშობლიურ მსოფლიო ჩემპიონატზე "მამლები" პირველად დაეუფლნენ თასს. იმ დროინდელი საფრანგეთის თაობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო ფეხბურთის ისტორიაში, გამორჩეული მოთამაშე კი რა თქმა უნდა ზინედინ ზიდანი იყო. ზიზუს ეპოქამდე კი საფრანგეთი ღრმა კრიზისმა მოიცვა, რომელსაც ორი მუნდიალი შეეწირა. ამის გარდა, "სამფერიანები" წარსულში კიდევ სამჯერ იყვნენ მსოფლიოს მიღმა.

იტალია (1958)

დიდი ნაკრებები, რომლებიც სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ

იტალიის გარეშე მხოლოდ ერთმა მუნდიალმა ჩაიარა, 1958 წელს გამართულმა. იმ დროს "სკუადრა აძურა" ძალიან სუსტი იყო და მუდმივად გამოდიოდა წარუმატებლად. "ლურჯებმა" ნავსი 1968 წლის ევროპის ჩემპიონობით გატეხეს და დიდ ფეხბურთში დაბრუნდნენ. მას შემდეგ, იტალია იყო ყველგან, სადაც კი შეიძლება.

ჰოლანდია (1958,1962,1966,1970,1982,1986,2002,2018)

დიდი ნაკრებები, რომლებიც სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ

მსოფლიოს 3-გზის ვიცე-ჩემპიონებმა ძალიან ბევრი მუნდიალი გამოტოვეს, თუმცა თუ "ნარინჯისფერები" ტურნირზე ხვდებოდნენ, მაშინ აუცილებლად ტოვებდნენ თავის კვალს. მართალია ახლა ჰოლანდია ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც ადრე, მაგრამ რობენის, სნეიდერისა და სხვების მსოფლიოზე არ ყოფნა მაინც დიდი დანაკლისი იქნება.

პორტუგალია (1934-1962,1970-1982,1990-1998)

დიდი ნაკრებები, რომლებიც სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პორტუგალია იშვიათი სტუმარია მსოფლიო პირველობებზე. კრიშტიანუ რონალდუს ეპოქამდე "ევროპელი ბრაზილიელები" მხოლოდ სამჯერ იყვნენ გასულები მუნდიალზე. სიტუციას არც ლუიშ ფიგუსა და მანუელ რუი კოშტას გუნდში ყოფნა შველიდა.

ესპანეთი (1938,1954,1958,1970,1974)

ესპანეთი ძალიან დიდხანს ელოდა თავის ტრიუმფის წუთს. თანამედროვე ფეხბურთი უკვე წარმოუდგენელია "ფურია როხას" გარეშე, თუმცა იყო დრო, როდესაც პირენეელები ვერც კი ხვდებოდნენ მუნდიალზე. ყველაზე სუსტი "ფურია როხა" 70-იანებში იყო, იმ დროს ესპანეთმა ორი მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ გამოტოვა. ამის გარდა, წარუმატებელი სერიები 30-იანებსა და 50-იან წლებშიც იყო.

ურუგვაი (1958,1978,1982,1994,1998,2006)

დიდი ნაკრებები, რომლებიც სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ

მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონობის შემდეგ, ურუგვაი დიდი ხნის მანძილზე ვერაფერს შვებოდა. "სელესტეს" დასაბრუნებლად თითქმის საუკუნე დასჭირდა, იქამდე კი ძალიან ბევრი იმედგაცრუება იყო. ყველაზე დასანანი მაინც 2006 წელს მოხდა, ურუგვაი შესარჩევში მე-5 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში ავსტრალიის ნაკრები ელოდა. ყველასთვის მოულოდნელად სამხრეთ ამერიკელებმა ვერაფერი მოუხერხეს მწვანე კონტინეტის წარმომადგენლებს.

ბოლოს კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჰოლანდიის ნაკრები, რომელმაც მოახლოებულ მუნდიალზე ვერ გასვლით ყველას დასწყვიტა გული. "ნარინჯისფერთა" პრობლემეზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ განვიხილოთ მატჩი, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს იმას, თუ რა მდგომარეობაშია ახლა არიენ რობენისა და უესლი სნეიდერის გუნდი.



ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

5 ტოპ-მატჩი, რომელზეც დღეს ფსონი აუცილებლად უნდა გააკეთო

იმისთვის, რომ საფეხბურთო საღამოები უფრო მეტად საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდეს, თქვენთვის ახალი რუბრიკა გვაქვს.

დღეს, 11:42

გვარდიოლამ ზაფხულისთვის ორი მთავარი სამიზნე დაისახა, ორივე - მცველია

„მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, გუნდში ცვლილებების ჩატარებას გეგმავს.

დღეს, 16:23

პრაქტიკულად გამოჯანმრთელებული - ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტესტზე უარყოფითი პასუხი აჩვენა

როგორც მოგეხსენებათ, სერბეთში გამართული საჩვენებელი საჩოგბურთო ტურნირის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ.

დღეს, 16:19

ტრანსფერი, რომელსაც ზიდანი რეალისგან ითხოვს, თუმცა ხელმძღვანელობა უარს ეუბნება

მადრიდის „რეალის" მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, საკუთარ გუნდში „ლივერპულის" ერთ-ერთი ლიდერის ხილვა სურს.

დღეს, 16:15

პრემიერ ლიგის ორი გრანდი გრიზმანით დაინტერესდა, ბარსელონას პასუხი ცნობილია

წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, „ბარსელონა" ანტუან გრიზმანის მსურველების ნაკლებობას არ განიცდის.

დღეს, 16:11

მაჰრეზთან სელფის გამო, მან.იუნაიტედის ქომაგი სამსახურიდან პირველივე დღეს გაათავისუფლეს

„მან.იუნაიტედის" გულშემატკივარი, 37 წლის კეიგ უილისი, ახალი სამსახურიდან პირველივე დღეს გამოუშვეს.

დღეს, 16:05

არსენალიდან გაშვების შემდეგ, უნაი ემერის პირველი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

იტალიურ „ფიორენტინას" მთავარ მწვრთნელად ესპანელი უნაი ემერის დანიშვნა სურს, იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

დღეს, 16:00

უეფამ შემდეგი სეზონის ჩემპიონთა ლიგის სრული კალენდარი გამოაქვეყნა

უეფამ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემდეგი სეზონის ჩემპიონთა ლიგის განრიგი გამოაქვეყნა.

დღეს, 15:31

VIDEO: სამედიცინო შემოწმება გავლილია, სანე ბაიერნის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად გაეშურა

„მან.სიტის" ფორვარდი, ლეროი სანე, „ბაიერნში" გადასვლას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

დღეს, 15:26

სეტიენის ბედი რეალის ხელშია? კიკე შესაძლოა ამ დღეებშივე გაუშვან - Marca

„ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, გათავისუფლების პირას იმყოფება, იტყობინება ესპანური გამოცემა Marca.

დღეს, 15:18

ოფიციალურად: მანჩესტერმა ახალგაზრდა ნახევარმცველის წასვლა დაადასტურა

ინფორმაცია „მანჩსტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.

დღეს, 13:43

გვარდიოლამ დაასახელა მიზეზი, რის გამოც, მისმა გუნდმა ამ სეზონში პრემიერ ლიგისთვის ვერ იბრძოლა

„მან.სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, „ლივერპულთან" მოახლოვებული მატჩის წინ, მომდევნო სეზონის პერსპექტივებზე ისაუბრა.

დღეს, 13:40

პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონის დაწყებამდე, გუნდოგანი ლივერპულს აფრთხილებს

„ლივერპულთან" მოახლოვებული მატჩის წინ, „მან.სიტის" შუახაზელმა, ილკაი გუნდოგანმა, მომდევნო სეზონზე ისაუბრა.

დღეს, 13:32

"მაშინ ბევრი სპეკულაცია იყო", - ლევანდოვსკიმ რეალში არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა

„ბაიერნის" ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, მადრიდის „რეალის" მხრიდან არსებული ინტერესი გაიხსენა.

დღეს, 13:23

"ყველას აქვს ამაღლებისა და დაცემის პერიოდები", - ატლეტიკოს პრეზიდენტი გრიზმანზე

„ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ, ანტუან გრიზმანის პრობლემებზე ისაუბრა, რომელსაც ფრანგი ბოლო დროს „ბარსელონაში" აწყდება.

დღეს, 13:18

"სიმართლე გითხრათ, ის სულაც არ მჭირდება", - კლოპი საჩემპიონო დერეფანზე

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, აღიარა, რომ „სიტისთან“ მატჩში საჩემპიონო დერეფნით დაინტერესებული არ არის.

დღეს, 12:14

"რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ის ჩუსტებით თამაშობს", - ვან დეიკმა საკუთარი თავი ფედერერს შეადარა

„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვა დეიკმა, საკუთარი თავი გრენდ სლემების 20 გზის გამარჯვებულს, როჯერ ფედერერს შეადარა.

დღეს, 12:10

VIDEO: ლეროი სანე მიუნხენშია

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, ლეროი სანე, „ბაიერნში“ ტრანსფერის დადასტურების წინ, მიუნხენში იმყოფება.

დღეს, 12:04

გრიზმანის აგენტი ბარსელონას ხელმძღვანელობას შეხვდება

ბოლო პერიოდში, „ბარსელონას“ შესახებ არსებულ ინფორმაციებში, ყველაზე ხშირად ანტუან გრიზმანის სახელი ისმის.

დღეს, 12:01

დე იონგი, აზარი, გრიზმანი - წლის 6 ყველაზე ძვირიანი, მაგრამ ჩავარდნილი ტრანსფერი

ესპანურმა გამოცემა Marca-მ წლის ყველაზე ძვირადღირებული, მაგრამ იმედგამაცრუებელი ტრანსფერები დაასახელა.

დღეს, 11:54

მანჩესტერ სიტი - ლივერპული: პეპის შეგირდები ჩემპიონს უმასპინძლებენ

პეპ გვარდიოლას შეგირდები საკუთარ კედლებში იურგენ კლოპის კოლექტივს მიიღებენ.

დღეს, 09:56

მილანის ბრწყინვალე სტატისტიკა გუშინდელ მატჩში - პირველად 7 წლის შემდეგ

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "მილანი" სტუმრად "სპალს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 03:32

კლუბის ვიცე-პრეზიდენტი: "ლეო მესის ჩვენთან გადმოსვლა შესაძლებელია"

"ნიუელ ოლდ ბოისის" ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლეო მესის იქ გადასვლა შეუძლებელი არაა.

დღეს, 03:28

მოხუცთა გუნდი: როგორი იქნება ბარსელონას შემადგენლობა შემდეგ სეზონში?

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" ითამაშებს.

დღეს, 03:22

გვარდიოლა სანჩოზე: "ის გუნდიდან თავად წავიდა და ახლა დაბრუნება მოუნდება?"

მას შემდეგ, რაც ლეროი სანემ გუნდი დატოვა, სანჩოს "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნებაზე ბევრი იწერება.

დღეს, 03:18

სამაგალითო მუშაობა: როგორი იყო კლოპის გუნდი როცა ლივერპულში მივიდა და როგორია ახლა?

2015 წელს, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპი დაინიშნა, რომელიც გულშემატკივარს დაპირდა, რომ რამდენიმე წელში პრემიერ ლიგას მოიგებდა და პირობა შეასრულა.

დღეს, 03:15

მილანი კვლავ დაუმარცხებელია - როსონერი წაგებას 94-ე წუთზე გადაურჩა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "სპალსა" და "მილანს" შორის ფრედ 2:2 დასრულდა.

დღეს, 01:46

ვილიანმა სესკ ფაბრეგასის რეკორდი გაიმეორა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ჩელსი" "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 01:14

წარუმატებელი დებიუტი ახალი მაისურით - ჩელსიმ ბოლო წუთზე წააგო [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგაში გაიმართა საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი "ვესტ ჰემსა" და "ჩელსის" შორის.

დღეს, 01:10
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10