ალეგრი დუგლას კოშტას თამაშით უკმაყოფილოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი დუგლას კოშტას თამაშით უკმაყოფილოა


ალეგრი დუგლას კოშტას თამაშით უკმაყოფილოა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, "ბებერი ქალბატონის" ახალწვეულის, დუგლას კოშტას, ადაპტაციის პროცესით უკმაყოფილოა.

26 წლის ბრაზილიელი ვინგერი იტალიურმა გრანდმა ამ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნიდან" ორწლიანი იჯარის წესით გადაიბირა, მაგრამ დუგლასმა მიმდინარე სეზონი სუსტად დაიწყო.

"იუვეს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 8 შეხვედრაში კოშტამ ვერც გოლი გაიტანა, ვერ ასისტი გააკეთა და იმედები ვერ გაამართლა.

"La Gazzetta dello Sport" ავრცელებს, რომ ალეგრი "იუვენტუსის" ვინგერებისგან დაცვაში თამაშსაც მოითხოვს, რასაც დუგლასი ვერ აკმაყოფილებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები