მბაპე: "მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა გავიდეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მბაპე: "მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა გავიდეთ"


მბაპე:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელი, კილიან მბაპე, მიიჩნევს, რომ მისი გუნდი რუსეთის მუნდიალზე აუცილებლად უნდა მოხვდეს.

"ყველა ძალიან აჟიტირებულნი ვართ და ერთი სული გვაქვს როდის გავალთ მოედანზე. ფეხბურთელებს ასეთი დიდი მატჩები უყვართ.

საფრანგეთის ნაკრები რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა მოხვდეს, სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არის. ამისათვის კი კარგად უნდა მოვემზადოთ", - განაცხადა მბაპემ.

მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და საფრანგეთი ჯგუფს 20 ქულით ლიდერობს. ბოლო ტურში ფრანგები შინ ბელარუსს მიიღებენ და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო პირველობის საგზურს გაინაღდებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები