ბაიერნს ბერნატი დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნს ბერნატი დაუბრუნდა


ბაიერნს ბერნატი დაუბრუნდა

მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, ხუან ბერნატმა, ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშებს დაუბრუნდა.

ესპანელმა მოთამაშემ გუშინ "რეკორდმაისტერის" ბაზაზე ირბინა და რამდენიმე თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ახლა აღდგენითი პროცესი დაიწყო.

"ძალიან ბევრს ვშრომობ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და კარგ ფორმაში დავბრუნდე", - აღნიშნა ხუან ბერნატმა.

24 წლის ესპანელმა აზიაში სეზონისათვის მოსამზადებელ ეტაპზე ტერფის სერიოზული ტრავმა მიიღო და 2 თვის გამოტოვება მოუწია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ხუან ბერნატი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები