ბუფონმა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაიცვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუფონმა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაიცვა


ბუფონმა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დაიცვა

იტალიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, "სკუადრა აძურას" დამრიგებელი, ჯანპიერო ვენტურა, დაიცვა.

"მთავარმა მწვრთნელმა ერთადერთი სწორი გზა აირჩია - აქცენტის ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაკეთება და მათი ძირითად ნაკრებში ინტეგრირება. ამ წლის განმავლობაში კარგი შედეგები დავაფიქსირეთ.

მუდმივი პროგრესია საჭირო. როდესაც რთული პერიოდი გაქვს, კლუბის მსგავსად, ეროვნულ ნაკრებშიც შეიძლება დაკარგო თავდაჯერებულობა. ამ ყველაფერს კი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

არ ვფიქრობ, რომ მთავარ მწვრთნელს სწორად აკრიტიკებენ. ის მთელი წლის განმავლობაში სწორად მუშაობდა და ორი მატჩი ვერაფერს შეცვლის", - განაცხადა 39 წლის ჯიჯიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები