შვაინშტაიგერი ჰაინკესის დაბრუნებას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შვაინშტაიგერი ჰაინკესის დაბრუნებას გამოეხმაურა


შვაინშტაიგერი ჰაინკესის დაბრუნებას გამოეხმაურა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ვიცე-კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, ლეგენდარული ბასტიან შვაინშტაიგერი, იუპ ჰაინკესის გუნდში დაბრუნებით მოხარული დარჩა.

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასულ კარლო ანჩელოტის 72 წლის იუპ ჰაინკესი შეცვლის, რომელმაც კარიერა 4 წლის წინ დაასრულა, მაგრამ "ბაიერნის" გამო დაბრუნდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ყოფილი დამრიგებელი "ბაიერნში" დაბრუნდა. იუპ, ყველაფერ საუკეთესოსა და წარმატებებს გისურვებ", - მიმართა ბასტიანმა ჰაინკესს.

იუპ ჰაინკესი მიუნხენური გრანდს სამ სხვადასხვა პერიოდში წვრთინდა, ბოლოს კი - 2011-13 წლებში. 2012/13 წლების სეზონში "ბაიერნმა" ტრებლი გაიფორმა და შვაინშტაიგერიც იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები