ბოში: "მალე მილიარდიანი ტრანსფერიც განხორციელდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბოში: "მალე მილიარდიანი ტრანსფერიც განხორციელდება"


ბოში:

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, პიტერ ბოში, დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე ფეხბურთელი 1 მილიარდ ევროდაც გაიყიდება.

"ვფიქრობ, რომ მომავალში რომელიმე ფეხბურთელი ერთი კლუბიდან მეორეში ერთი მილიარდი ევროს სანაცვლოდ გადავა", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ამ ზაფხულს ფეხბურთის ისტორიაში ორი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განხორციელდა. "პარი სენ ჟერმენმა" "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი, 222 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო კატალონიელებმა დორტმუნდის "ბორუსიას" ატლანტი უსმან დემბელე 105 მილიონად დაიმატეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია პიტერ ბოში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები