ტრეზეგე: "დიბალას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტრეზეგე: "დიბალას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"


ტრეზეგე:

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დავიდ ტრეზეგემ, "ბიანკონერის" ათიანი, პაულო დიბალა, შეაქო.

"დიბალას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. მას ეტყობა, რომ ამის შესაბამისი ხასიათი აქვს.

მესმის, რომ პაულოს ლეო მესის ხშირად ადარებენ, მაგრამ ვფიქრობ, ეს მისთვის მნიშვნელოვანია და განვითარებაში დაეხმარება", - აღნიშნა დავიდ ტრეზეგემ.

23 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონი ფენომენალურად დაიწყო და ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 10 თამაშში 12 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები