VIDEO: პოლონეთმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ფლეი ოფში დანია გავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: პოლონეთმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ფლეი ოფში დანია გავიდა


VIDEO: პოლონეთმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ფლეი ოფში დანია გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში პოლონეთმა მონტენეგრო მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

პოლონელებმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში მონტენეგროელებმა ანგარიში გაათანაბრეს.

85-ე წუთზე საკუთარი ნაკრები წინ რობერტ ლევანდოვსკიმ გაიყვანა და 2 წუთში მონტენეგროს ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

ამავე ჯგუფში დანიის ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები მიიღო და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა.

ამრიგად, ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე პოლონეთი გავიდა, დანია კი ფლეი ოფში ითამაშებს.

VIDEO: პოლონეთმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ფლეი ოფში დანია გავიდა

პოლონეთი 4:2 მონტენეგრო


დანია 1:1 რუმინეთი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები