"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია



2001 წელს პორტუგალიის იუნიორთა ნაკრებმა ინგლისელებთან გამართა ამხანაგური მატჩი. აღნიშნული თამაშის მოძებნა არქივებში პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ხუან კარლუშ ფრეიტაშმა ის დღე სამუდამოდ დაიმახსოვრა. ფრეიტაში პორტუგალიელთა პრეს-ატაშე იყო, რომელიც მეგობრობდა აურელიუ პერეირასთან, ლისაბონის "სპორტინგის" აკადემიის ხელმძვანელთან. ისინი სტადიონზე იდგნენ ერთად, როდესაც ხუანმა თქვა: "ვარჯიშზე კუარეშმა ვნახე, ის ნამდვილი ფენომენია", - აურელიუმ პატარა პაუზა აიღო და შემდეგ უპასუხა მას:

დაიმახსოვრე ახლა რასაც გეტყვი. ერთი მადეირელი ბიჭია, კრიშტიანუ ჰქვია, აი ვინ მიაღწევს წარმატებას. იგი 16 წლისაა და მთავარი გუნდის ფეხბურთელებზე მაღალი დონისაა. ის მარტო ჩამოვიდა აქ, რამდენიმე თვე ტიროდა და სახლი ენატრებოდა. მე მას ვუთხარი, რომ ცრემლების ღვრითა და დედიკოსთან დაბრუნებაზე ნატვრით ვერაფერს მიაღწევდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან ყველაფერი სერიოზულად. დამიჯერე მეგობარო, კრიაშტიანუ ყველაზე მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდა მოთამაშეა,

"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია

კუარეშმა და რონალდუ მუდმივად არკვევდნენ ერთმანეთში, თუ ვინ იყო მათ შორის საუკეთესო. "სპორტინგის" ფეხბურთელები საგონებელში იყვნენ, როდესაც ფლანგებზე ეს ორი მოთამაშე იყო, მათ არ იცოდნენ თუ რომელი ერთისთვის მიეცათ პასი. აღსანიშნავია, რომ თავად რიკარდუ და კრიშტიანუ არასდროს უთმობდნენ ერთმაენთს ბურთს, თუმცა მოედნის გარეთ ყოველთის მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ.

"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია

რიკარდუ უფრო ტექნიკური იყო და მან ეს იცოდა. თუ ვინმე რამე ფინტს აკეთებდა, კუარეშმა თავისებურად და უფრო დახვეწილად ასრულებდა მას, თუმცა ვარჯიშებზე იგი არასდროს გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, რადგან თვლიდა, რომ მხოლოდ ნიჭიც საკმარისი იყო.




რონალდუ კი მოზარდობიდანვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ მხოლოდ მძიმე შრომით მიაღწევდა რამეს. ის ამარცხებდა ყველას მაგიდის ჩოგბურთში და სპორტ დარბაზში რეკორდებს ამყარებდა თანაგუნდელებს შორის. კრიშტიანუ იმდენად ბევრს ვარჯიშობდა, რომ აკადემიის უფროსები მას დარბაზში აღარ უშვედნენ. იგი პირველი მიდიოდა ბურთთან და უკანასკნელი ბრუნდებოდა დასასვენებელ ოთახში.

კუარეშმა ყველაფერს უფრო მარტივად უდგებოდა, ის იყო ნამდვილი მხატვარი. ვარჯიშებზე რიკარდუ მხოლოდ თავის საყვარელ რაბონასა და ტრიველას ხვეწდა. იმ დროს მთელი ევროპა თვლიდა, რომ კუარეშმა ყველაზე ნიჭიერი იუნიორი იყო და გრანდებმა მასზე ნადირობის სეზონი გახსნეს. ყველას "ბარსელონამ" აჯობა, რომელმაც 6 მილიონ ევროდ იყიდა პორტუგალიელი. კატალონიაში გადასვლით თითქოს უნდა დაწყებულიყო რიკარდუს კარიერაში ახალი ეტაპი, თუმცა მოვლენები კოშმარულად განვითარდა, სათადარიგოთა სკამი, ტრავმა, ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე ვერ მოხვედრა, 28 მატჩი და მხოლოდ 1 გატანილი გოლი. აი ეს იყო კუარეშმას 2003-2004 წლის სეზონის მოკლე მიმოხილვა.

"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია

ვინგერი "პორტოში" გაუშვეს. იქ რიკარდუ ძველებურად ათამაშდა, "დრაკონებს" ახალი ოჯახი უწოდა, გაიტანა 30 გოლი და კვლავ დაიწყო ტოპ-კლუბზე ფიქრი. კუარეშმა დიდების საძიებლად ამჯერად მილანის "ინტერში" გაეშურა, რომელსაც იმ დროს თანამემამულე ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. "ნერიაძურიმ" რიკარდუში 24,6 მილიონი ევრო გადაიხადა და ლუიშ ფიგუს კუთვნილი 7 ნომერი მისცა. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, თუმცა შემოდგმომის ბოლოსთვის, პორტუგალიელი უკვე მყარად იყო გამჯდარი რეზერვისტებს შორის. სეზონის მეორე ნახევარი კუარეშმამ "ჩელსიში" გაატარა, მაგრამ იქაც ვერ ივარგა, 5 მატჩი და 0 გატანილი გოლი. ამით რიკარდუს თავგადასავლები ტოპ-კლუბებში დასრულდა.

"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია

შემდეგ იყო "ბეშიქთაში", "ალ-აჰლი" და კვლავ "პორტო". კუარეშმას ყველგან ეტყობოდა მოტივაციის დაქვეითება, იგი იძლეოდა მელანქოლიურ ინტერვიუებს და მუდამ მისტიროდა წარსულს. რიკარდუ ნანობდა ძველ შეცდომებს, თუმცა მომავალში ყველაფრის გამოსწორებაზე საერთოდ არ ფიქრობდა.

პასის მიცემას ყოველთვის მირჩევნია დრიბლინგი ან ფინტის გაკეთება", - იძახდა კუარეშმა 10 წლის წინ. ამ დროის მანძილზე არაფერი შეცვლილა, პორტუგალიელი ეგოისტად დარჩა, თუმცა ამჯერად მის დახასიათებაში სიტყვა უმოტივაციოც ფიგურირებს.

რიკარდუ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი სხვადასხვა ლიგებში, მას აქვს პორტუგალიის, იტალიისა და თურქეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები. ფორმალურად, პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაც კი მოიგო "ინტერთან" ერთად. ასე რომ ტიტულების მხრივ რიკარდუს ყველაფერი წესრიგში აქვს. პრობლემა იმაშია, რომ კუარეშმა არასდროს ყოფილა სუპერ-ვარვსკვლავი და ტოპ-კლუბებს ვერაფრით გამოადგა. სანამ რონალდუ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე იხვეწებოდა და გოლებისს მანქანად აქცევდა თავს, რიკარდუ წუწუნებდა, ილანძღებოდა და უბრალოდ ფუჭად ატარებდა დროს.

"ის რონალდუზე ტექნიკური იყო", - კუარეშმას ისტორია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სიმეონე სენსაციური მარცხის შემდეგ: "პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

ესპანეთის თასის 1/16 ფინალში მადრიდის "ატლეტიკო" "ლეონესასთან" სენსაციურად დამარცხდა.

დღეს, 03:42

კლოპი: "არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენი ქულით ვასწრებთ მეტოქეებს"

"ვულვზთან" მოგებული 2:1 მატჩის შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

დღეს, 03:35

დორტმუნდის მომავალ მეტოქეს ჰოლანდის ეშინია: "მის შესაჩერებლად 3 ავტობუსი გვჭირდება"

გერმანიის ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "კიოლნი" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:29

დაამყარებს ლივერპული არსენალის საუკუნის რეკორდს?

პრემიერ ლიგაში "ლივერპულის" წაუგებელი ასპარეზობა გრძელდება. ამჯერად, მათ "ვულვზი" დაამარცხეს.

დღეს, 03:25

უნიჭიერესი დანი ოლმო ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადადის

"დინამო ზაგრების" ესპანელ ნახევარმცველის დანი ოლმოს მსურველი კლუბების რაოდენობა იზრდება.

დღეს, 03:22

სიმეონედან სიმეონემდე - როდის ჰქონდა ბოლოს ატლეტიკოს ქვედა ლიგელთან წაგებული?

ესპანეთის თასზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა. მადრიდი "ატლეტიკო" "ლეონესასთან" დამარცხდა.

დღეს, 03:16

ლივერპულის 725 წუთიანი სერია დასრულდა

იურგენ კლოპის "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ვულვზი" სტუმრად 1:2 დაამარცხა.

დღეს, 03:12

ლივერპულის რეკორდების დამყარებას განაგრძობს - მე-5 გუნდი ისტორიაში

"ლივერპულმა" მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ამჯერად, სტუმრად "ვულვზი" 1:2 დაამარცხა.

დღეს, 03:08

როგორია მანეს მდგომარეობა გუშინდელი ტრავმის შემდეგ?

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" სტუმრად "ვულვზს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 03:05

უდიდესი სენსაცია: ატლეტიკო თასიდან მე-4 ლიგის გუნდმა გამოაგდო [VIDEO]

ესპანეთის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს "ლეონესა" და მადრიდის "ატლეტიკო" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:58

ლივერპული კვლავ დაუმარცხებელია - კლოპმა ამ სეზონში 22-ე მატჩი მოიგო

ინგლისის პრემიერ ლიგაში გაიმართა საინტერესო მატჩი "ვულვზსა" და "ლივერპულს" შორის.

დღეს, 02:05

საქართველო XV-ის შემადგენლობა არგენტინული ხაგუარესის წინააღმდეგ ცნობილია

პარასკევს 24 იანვარს თბილისის დროით 23:45 საათზე საქართველო XV არგენტინულ "ხაგუარესთან" სერიის მეორე მატჩს გამართავს.

დღეს, 01:39

რასელი ნაკრებიდან გაუშვეს - შოტლანდია 6 ერს უდიდესი დანაკლისით იწყებს

შოტლანდიის ნაკრების მგეზავი ფინ რასელი 6 ერის გათამაშების პირველ ტურში ირლანდიის წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

დღეს, 01:05

ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის 10 საინტერესო ფაქტი

გასულ კვირას ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, სადაც ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. გთავაზობთ ჯგუფური ეტაპის 10 საინტერესო ფაქტს.

დღეს, 01:03

ჩიხურა გუნდის შენებას იწყებს - გუნდმა 5 ფეხბურთელი დაიმატა

სოსო ფრუიძის წასვლის შემდეგ, საჩხერის "ჩიხურა" ახალი გუნდის შენებას იწყებს.

გუშინ, 23:55

ირაკლი აბუსერიძე: „სარაგბო ოჯახის გახლეჩვა უნდა დასრულდეს და ყველა უნდა გავერთიანდეთ“

ინტერვიუ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძესთან - მეორე ნაწილი.

გუშინ, 23:28

დავიდ სილვა: "რეალი ყოველ წელს მიწვევდა, მაგრამ უარს ვამბობდი"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ განაცხადა, რომ "რეალის" შეთავაზება არაერთხელ იუარა.

გუშინ, 22:40

პიონტეკის მამა: "კშიშტოფს პრემიერ ლიგაში თამაში უნდა"

"მილანის" თავდამსხმელს, კშიშტოფ პიონტეკს ინგლისში გადასვლა უნდა.

გუშინ, 22:35

ბენზემას მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ კლუბთან ახალი კონტრაქტის პირობები შეათანხმა.

გუშინ, 22:30

რივალდომ ბარსელონას სუარესის შემცვლელი ურჩია

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელი, რივალდო საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:55

რეალს მარტინელი სურს, არსენალის ხელმძღვანელობა ამუშავდა

"არსენალის" თავდამსხმელი, გაბრიელ მარტინელი, სავარაუდოდ, კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

გუშინ, 21:45

ჩელსიმ მარკოს ალონსოს შემცვლელი სერია ა-ში იპოვნა

დიდი ალბათობით, ამ ზამთარს "ჩელსის" მცველი, მარკოს ალონსო კლუბს დატოვებს.

გუშინ, 21:35

ოფიციალურად: ბარსელონას ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში ითამაშებს

"ასტონ ვილამ" ოფიციალურ საიტზე "ბარსელონას" 16 წლის ფორვარდის, ლუი ბარის შეძენა დაადასტურა.

გუშინ, 21:30

ჩელსი კეპას გაშვებაზე დაფიქრდა, შემცვლელი შერჩეულია

"ჩელსის" ხელმძღვანელობა გუნდის გოლკიპერის, კეპა არისაბალაგას გაშვებაზე დაფიქრდა.

გუშინ, 21:20

კეინის შემცვლელის ძიებაში - ტოტენჰემს უარი შეუთვალეს

"სოსიედადმა" 25 მილიონ ევროდ თავდამსხმელ ვილიან ჟოზეს "ტოტენჰემში" გაყიდვა იუარა.

გუშინ, 20:29

ოფიციალურად: ინტერმა ჩელსის ფეხბურთელი დაიმატა

"ინტერმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით "ჩელსის" ფეხბურთელის დამატება დაადასტურა.

გუშინ, 20:26

მილანმა პსჟ-ს ფასი შეუთვალა, შეთანხმება ვერ ხერხდება

გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენს" "მილანის" ფეხბურთელის ყიდვა უნდა.

გუშინ, 20:14

როდრიგო ბარსელონაში? - ვალენსიას მწვრთნელის განცხადება

"ვალენსიას" მწვრთნელმა გუნდის თავდამსხმელ როდრიგო მორენოსადმი "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა.

გუშინ, 20:09

სკანდალი! - სიტი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ

"მანჩესტერ სიტი" ფინანსური ფეირ პლეის (FFP) დარღვევის გამო შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ.

გუშინ, 20:03

ჩელსიმ კავანის ალტერნატიულ ვარიანტს მიაგნო

მოგეხსენებათ, "ჩელსის" "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ედინსონ კავანის ყიდვა უნდა.

გუშინ, 19:40

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10