VIDEO: გერმანიამ აზერბაიჯანი დაამარცხა და ციკლი 100%-იანი შედეგით დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: გერმანიამ აზერბაიჯანი დაამარცხა და ციკლი 100%-იანი შედეგით დაასრულა


VIDEO: გერმანიამ აზერბაიჯანი დაამარცხა და ციკლი 100%-იანი შედეგით დაასრულა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გერმანიის ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები მიიღო და მეტოქე 5:1 დაამარცხა.

მე-9 წუთზე ანგარიში "შალკეს" ფეხბურთელმა ლეონ გორეცკამ გახსნა. 34-ე წუთზე სამი შეიდაევმა გაიტანა და აზერბაიჯანმა პირველი ნახევრის ფრედ დასრულება მოახერხა.

54-ე წუთზე გერმანიის ნაკრები სანდრო ვაგნერმა გაიყვანა წინ. 64-ე წუთზე რუდიგერმა გაიტანა, 66-ე ზე კი გორეცკამ დუბლი გაიფორმა.

საბოლოო წერტილი 81-ე წუთზე ემრე ჩანმა დასვა.

ამრიგად, გერმანიამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10-დან 10-ვე შეხვედრა მოიგო.

მეორე ადგილი ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ დაიკავა და ფლეი ოფში გავიდა.

VIDEO: გერმანიამ აზერბაიჯანი დაამარცხა და ციკლი 100%-იანი შედეგით დაასრულა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები