VIDEO: სალაჰმა ეგვიპტე მსოფლიო ჩემპიონატზე 95-ე წუთზე გაიყვანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: სალაჰმა ეგვიპტე მსოფლიო ჩემპიონატზე 95-ე წუთზე გაიყვანა


VIDEO: სალაჰმა ეგვიპტე მსოფლიო ჩემპიონატზე 95-ე წუთზე გაიყვანა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ეგვიპტის ნაკრებმა კონგოს ნაკრები მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

63-ე წუთზე ანგარიში "ლივერპულის" შემტევმა მუჰამედ სალაჰმა გახსნა. ეგვიპტელთათვის მოულოდნელად კონგომ 87-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ადგილობრივი მაყურებელი დაამწუხრა.

94-ე წუთზე კონგოელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მუჰამედ სალაჰმა ზუსტად შეასრულა და ეგვიპტე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა.

გაცნობებთ, რომ ეგვიპტელთა მთავარი მწვრთნელი ჰექტორ რაულ კუპერია, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2008-2009 წლებში წვრთნიდა.

VIDEO: სალაჰმა ეგვიპტე მსოფლიო ჩემპიონატზე 95-ე წუთზე გაიყვანა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები