აფრიკის ყველაზე შედეგიანი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აფრიკის ყველაზე შედეგიანი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა


აფრიკის ყველაზე შედეგიანი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასასრულს უახლოვდება.

აფრიკის კონტინენტიდან უკვე გაირკვა რამდენიმე ფინალისტის ვინაობა. ეგვიპტის ნაკრებმა გუშინ კონგოს ნაკრები დაამარცხა და მუნდიალზე ადგილი 1 ტურით ადრე მოიპოვა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ განის ნაკრები ავტომატურად ვეღარ შეძლებს რუსეთში გამგზავრებას.

გაცნობებთ, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირებზე განა აფრიკიდან ყველაზე შედეგიანი ნაკრები იყო.

2014 წელს განა ჯგუფში პორტუგალიასთან, ამერიკასთან და გერმანიასთან მოხვდა და უშანსოდ გამოვარდა.

2010 წელს განის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალამდე გააღწია, სადაც ურუგვაისთან პენალტების სერიაში დრამატულად გამოვარდა. 2010-ში განა ერთადერთი აფრიკული ნაკრები იყო, რომელიც ჯგუფიდან გავიდა.

2006 წელს განა 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიასთან დამარცხდა. 2006-ში განა ერთადერთი აფრიკული გუნდი იყო, რომელიც ჯგუფიდან გავიდა.

აფრიკის ყველაზე შედეგიანი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები