მადრიდული დერბის წინ რეალის წამყვან ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნებათ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მადრიდული დერბის წინ რეალის წამყვან ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნებათ


მადრიდული დერბის წინ რეალის წამყვან ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნებათ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპები სრულდება და წინ ფლეი ოფის მატჩებია.

არ არის გამორიცხული, პორტუგალიის ნაკრებს ფლეი ოფში მოუხდეს თამაში. 10 ოქტომბერს პორტუგალიელები შვეიცარიის ნაკრებს ხვდებიან, რომელთა შორისაც სხვაობა 3 ქულაა. რონალდუს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, პირველ ადგილზე გასვლისთვის.

D ჯგუფში უელსის ნაკრებს 17 ქულა აქვს, სერბეთს კი 18. ბოლო ტურში სერბეთი საქართველოს მასპინძლობს და 99%-ით პირველი ადგილით გასვლის შანსს ხელიდან არ გაუშვებს. ბეილის უელსი კი შინ ირლანდიას მასპინძლობს.

I ჯგუფში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის ხორვატიას, რომელსაც გამარჯვება სჭირდება. 17-17 ქულით მეორე და მესამე ადგილებს უკრაინა და ხორვატია ინაწილებენ და 9 ოქტომბერს ისინი ერთმანეთს კიევში ხვდებიან. ხორვატია ფრის შემთხვევაში შესაძლოა ჯგუფიდან ვერ გავიდეს, რადგან 18 ქულა ექნება და ფლეი ოფში 9 ჯგუფიდან 8 მეორე ადგილოსანი გადის. 18 ქულა შესაძლოა საკმარისი არ იყოს. იმ შემთხვევაში თუ ხორვატია გავიდა 99%-ით მეორე ადგილით გავა, რადგან პირველადგილოსანი ისლანდია ბოლო ტურში გიბრალტარს ხვდება, რომელთანაც გამრჯვება არ უნდა გაუჭირდეს.

გაცნობებთ, რომ ფლეი ოფის მატჩები 9 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, 18 ნოემბერს კი მადრიდის "რეალი" მადრიდის "ატლეტიკოს" უპირისპირდება.

მადრიდელები შიშობენ, რომ მათი წამყვანი ფეხბურთელები ფლეი ოფის მატჩებიდან საკმაოდ დაღლილები დაბრუნდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები