რა შემთხვევაში გადავა მესი მანჩესტერ სიტიში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რა შემთხვევაში გადავა მესი მანჩესტერ სიტიში?


რა შემთხვევაში გადავა მესი მანჩესტერ სიტიში?

ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ "მანჩესტერ სიტი" ლიონელ მესის დასამატებლად მზად არის.

30 წლის არგენტინელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი შემდეგ ზაფხულს ეწურება, რომლის გახანგრძლივებასაც არ ჩქარობს.

ხშირად იწერებოდა, რომ მან უკვე შეათანხმა დეტალები, თუმცა ჯერ-ჯერობით ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა.

პრესა წერს, რომ ამ ეტაპისთვის მესი და გუნდი პირობებზე ვერ თანხმდებიან. ასევე, მიზეზად ხელფასის ოდენობაც სახელდებოდა.

იმ შემთხვევაში თუ მესი არ მოისურვებს კონტრაქტის გახანგრძლივებას, "მანჩესტერ სიტი" მზად არის.

AS წერს, რომ "ქალაქელები" არგენტინელის სანაცვლოდ 400 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები