რონალდინიოს ისტორია რეალზე, ლიდსის 45 მილიონზე, პარიზის ღამის კლუბებსა და პსჟ-ში ჩავარდნაზე

2001 წლის სექტემბრის დასასრული. "პსჟ" "ბორდოსთან" მარცხდება, თუმცა რონალდინიო სათადარიგოთა სკამზე ზის. ახალგაზრდა ბრაზილიელი საფრანგეთში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდა, თუმცა გამოუყენებელი დარჩა მაშინ, როდესაც მისი გუნდი იძირებოდა.
სამშობლოში რონალდინიომ ადგილობრივი ვარვსკვლავისა და ბრაზილიის ნაკრების მთავარი იმედის სტატუსი მოიპოვა, პარიზში კი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ გამოვიდა ძირითად შემადგენლობაში.
1999 წელს რონალდინიომ კოპა ამერიკა მოიგო და გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი (6 გოლი), ანალოგიური მიღწევები ბრაზილიელმა კონფედერაციის თასზეც გაიმეორა, "გრემიოში" კი 49 მატჩში 41 გოლი გაიტანა.
საფეხბურთო ევროპა უკვე ოცნებობდა ტექნიკურ ბრაზილიელზე, ესპანეთიდან მას "რეალი" და "ბარსელონა" ეძახდა, იტალიიდან "ინტერი", გერმანიიდან კი "დორტმუნდი". ინგლისიდან როგორც ყოველთვის უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა ვენგერის "არსენალმა" , თუმცა ყველაზე გიჟური შემოთავაზება "ლიდსიდან" წამოვიდა. პრემიერლიგის მესამე ადგილოსანი ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერებას აპირებდა და "გრემიოს" 45 მილიონ ევროს სთავაზობდა რონალდინიოს სანაცვლოდ.
ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტი ჟოზე გერეირო უარყოფითად იყო განწყობილი ტექნიკური მოზარდის გარშემო ატეხილი ბუმით, ერთ-ერთი ვარჯიშის დაწყების წინ მან სამწვრთნელო ბაზის შესასვლელთან გამოფინა ბანერი წარწერით "არ ვყიდით ჩვენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელებს". 2000 წლის დეკემბერში გერეირო ჭკუიდან შეიშალა, როდესაც წაიკითხა, რომ რონალდინიომ "პსჟ"-სთან წინასწარ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ზაფხულიდან ამოქმედდებოდა.
"მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, შემდეგ კი გაჩნდა პსჟ, რომელსაც არც კი მოუმართავს ჩვენთვის.", - აცხადებდა "გრემიოს" პრეზიდენტი.
რონალდინიოსთვის პარიზული კლუბი ნამდვილი ტრამპლინი იქნებოდა. "პსჟ" არ იყო ტოპ-კლუბი, შემადგენლობაში კონკურენციაც არ იქნებოდა მაღალი, შესაბამისად ის მალე აითვისებდა ევროპულ ფეხბურთს. "გრემიო" ბრაზილიელის ტრანსფერს ვერ შეეგუა და პარიზელებს სასამართლოში უჩივლა. ფიფამ რონალდინიო საერთოდ მოკვეთა ფეხბურთიდან იმ დრომდე, სანამ ეს საქმე არ მოგვარდებოდა.
4 თვე "კიჭა" ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და თავისუფალ დროს ფრანგულ ენას სწავლობდა. 2001 წელს რონი უკვე გადმოვიდა საცხოვრებლად პარიზში, მაისში მას პრეზენტაციაც მოუწყვეს "პარკ დე პრენსზე", ივნისში კი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფიფა კვლავ არ აკარებდა ფეხბურთელს მოედანს, "პსჟ"-მ მხოლოდ აგვისტოში მოაგვარა ტრანსფერის დეტალები.
იმ დროისთვის რონალდინიო დაუმეგობრდა მაურისიო პოჩეტინოს, ჯერ კიდევ უცნობ გაბრიელ ჰაინცეს, "ბარსელონადან" იჯარით გადმოსულ მიკელ არტეტასა და "რეალიდან" დაბრუნებულ ნიკოლა ანელკას. უფროსი დამრიგებლის როლში ბრაზილიელს ჯეი ჯეი ოკოჩა მოევლინა. ნიგერიელი და სამხრეთ ამერიკელი ძალიან კარგად უგებდნენ ერთმანეთს, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაც.
"ის ჩემთვის უმცროსი ძმა იყო. რონის ეტყობოდა, რომ უნიჭიერესი იყო, მაგრამ დახმარება და მხარდაჭერა ესაჭიროებოდა", - იხსენებს ოკოჩა.
ფეხბურთის გარეშე გატარებულმა ნახევარმა წელმა ბრაზილიელის ფორმაზე კვალი დატოვა. რონალდინიოს უღიმღამო დებიუტი გამოუვიდა, რომელიც "ოსერთან" მატჩის დროს გაიმართა. მისი ასპარეზობა მხოლოდ მეოთხე თამაშის შემდეგ გახდა შედეგიანი, რონიმ საგოლე გადაცემა გაუკეთა ოკოჩას. ბრაზილიელს იშვიათად ათამაშებდნენ ძირითადში, გულშემატკივრები კი იმედგაცრუებულნი იყვნენ მისი ტრანსფერით.
ზაფხულში "ნიუკასლში" გადავიდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ლორან რობერი, აღარავის ჰქონდა იმის იმედი, რომ რონალდინიო მას სრულფასოვნად შეცვლიდა.

ბრაზილიაში იმ დროს კიდევ ერთი კაშკაშა ვარვსკვლავი აინთო სახელად კაკა, რომელიც რონალდინიოს პოზიციაზე თამაშობდა, "სან-პაულუს" მაისურით სასწაულებს ჩადიოდა და ნაკრების ძირითად შემადგენლობას უახლოვდებოდა. კორეა/იაპონიის მუნდიალამდე წელიწადზე ნაკლები რჩებოდა, რონი კი უაზროდ იჯდა სათადარიგოთა სკამზე. ნერვებმა ბრაზილიელს სწორედ "ბორდოსთან" მატჩში უმტყუნა, როდესაც ლუის ფერნანდესმა მესამე ცვლილება გააკეთა, მაგრამ რონალდინიო კვლავ რეზერვში დატოვა.
განრისხებულმა ახალგაზრდამ ბუცები მოისროლა და გასახდელისკენ წავიდა. მწვრთნელმა ეს ქმედება ასაკსა და ტემპერამენტს დააბრალა და არ დასაჯა ბრაზილიელი, ორი კვირის შემდეგ კი "ლიონის" წინააღმდეგ ბოლო წუთებზე შეუშვა მოედანზე. რონალდინიომ ნდობა გაამართლა, მან პირველი გოლი გაიტანა ევროპულ კარიერაში, მართალია პენალტით, მაგრამ ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ბარიერი გადალახული იყო და გარდამტეხი მომენტი დადგა.
გატანილმა გოლმა ბრაზილიელს თავდაჯერებულობა შემატა და დაძაბულობა მოუხსნა. შემდეგ თამაშში, რომელიც უეფას თასზე იყო ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ რონალდინიომ დუბლი გაიფორმა. ზამთარში გუნდის მწვრთნელს ლუის ფერნანდესს ნიკოლა ანელკასთან გაუფუჭდა ურთიერთობა და იგი "ლივერპულში" გაუშვა, ოკოჩა აფრიკის თასზე იბრძოდა ნიგერიასთან ერთად, რონი კი საუცხოო ფორმაში იყო და გუნდის ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო. სეზონის მეორე ნაწილი ბრაზილიელმა ფანტასტიურად ჩაატარა.
რონალდინიო გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებშიც შევიდა. შედეგიანი ქმედებების გარდა, რონი ნამდვილ შოუებს დგამდა მოედანზე, გულშემატკივრები ჰიპნოზის ქვეშ იყვნენ, თავად რონალდინიო კი კომპლიმენტებში ბანაობდა. ზაფხულში რონი დამსახურებულად წავიდა აზიურ მუნდიალზე, სადაც დევიდ სიმენის კარიერა დაასამარა და მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა.
მუნდიალის მოგების შემდეგ, რონალდინიო დიდხანს იმყოფებოდა ეიფორიის ქვეშ. ბრაზილიელი მოდუნდა და პარიზის ღამის კლუბებში უფრო მეტი დროის გატარება დაიწყო ვიდრე სამწვრთნელო ბაზაზე. რონი პრინციპულ მატჩებში კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო, თუმცა სუსტ გუნდებთან უხალისოდ და უმოტივაციოდ ბურთაობდა. ხუჭუჭა გენიოსის ნიჭი მის ყველა ნაკლს წონიდა, ბრაზილიელი კვლავ პარიზული კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა თავად "პსჟ"-მ სეზონის ბოლოს მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა და ევროთასების მიღმა დარჩა. ფაქტია, რომ რონალდინიოს ახალი გამოწვევა სჭირდებოდა, რადგან პარიზული კლუბი და თვითონ ლიგა 1-იც მის დონეს აღარ შეესაბამებოდა.

"მსოფლიო ჩემპიონატიდან რონალდინიო სხვანაირი დაბრუნდა, მას მოტივაცია გამქრალი ჰქონდა. თამაშის ხალისი კი მხოლოდ მარსელისა და ლიონის დონის გუნდების წინააღმდეგ შეინიშნებოდა. მისი დამოკიდებულების გამო კლუბში რთული პერიოდი დაიწყო. სამწუხაროა, რადგან ჩვენ მას ბევრი კარგი შევძინეთ", - იხსენებს მისი თავკაცი ლუის ფერნანდესი.
"რონი ფაქტიურად აღარ ვარჯიშობდა. იგი მოდიოდა მხოლოდ პარასკევს იმისთვის, რომ შაბათს ეთამაშა. ამის მიუხედავად, ბრაზილიელი მაინც საუკეთესო იყო მოედანზე", - ეს კი რონალდინიოს ყოფილი თანაგუნდელის ჟერომ ლერუას სიტყვებია.